მუსიკა ყველა-ფერია
საქართველო-„მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყანა "
ქართული ხალხური მუსიკა
სათავეს უძველეს დროში იღებს. მასში, როგორც სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი
ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და
გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და
ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის,
შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო,
რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი
კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას. ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან
მრავალხმიანობა ახასიათებდათ , რაც უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის
ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური
სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“, „ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“,
„იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო „მსოფლიო
ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“*, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა
მსოფლიო შედევრად აღიარეს.ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ
შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა
თაობის ვალია.
No comments:
Post a Comment